დავით სერგეენკო: მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება

„მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სააგენტო დამოუკიდებელი ერთეული იქნება და მთავარი ფუნქცია წამლის ხარისხის კონტროლი იქნება.
„ჩვენ გვაქვს როგორც საერთაშორისო ვალდებულება, ასევე საჭიროება, რომ ქვეყანაში შეიქმნას GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატი. ეს არის კარგი საწარმო პრაქტიკა, რომელიც ამოწმებს ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებას და ანიჭებს შესაბამის სერთიფიკატს. ეს თანამშრომლები უკვე გადამზადდნენ, ორგანიზაციულად უკვე გამოეყო ეს ნაწილი. ეს იქნება დამოუკიდებელი ერთეული, რომლის ძირითადი ამოცანა არის წამლის ხარისხის კონტროლი“, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები