ახმეტაში, პოლიცია 86 წლის მამაკაცს ეძებს

0

ახმეტაში, სათიანოში ოჯახი და პოლიცია 86 წლის მამაკაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ნიკო გუშკაშვილი სახლიდან 12 ნოემბერს საქონლის სამწყემსად მინდორში წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცის სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან მაშველებიც.

კომენტარები

კომენტარი