“2019 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა გათვალისწინებულია MAN-ის ავტობუსების შესყიდვის მიზნით აღებული სესხის დასაფარად”

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში წარმომადგენლობითი ხარჯები არ გაზრდილა. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, გაზრდილია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება და არა წარმომადგენლობითი ხარჯი.
„გაზრდილია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, ვინაიდან 2019 წლიდან დგება MAN-ის ავტობუსების შესყიდვის მიზნით აღებული სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, სწორედ ამისთვის არის გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტში“, – განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები