ზვიად კვაჭანტირაძე: “ნაცმოძრაობა” ურცხვად იტყუება, ვითომდა 2008 წლის ომში მონაწილე ქართველ სამხედროებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ
“ნაციონალურმა მოძრაობა” ურცხვად იტყუება, ვითომდა 2008 წლის ომში მონაწილე ქართველ სამხედროებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც კვაჭანტირაძე აღნიშნავს, სასამართლო ემუქრება არა გმირ მეომრებს, არამედ ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს.
“ნაციონალურმა მოძრაობა” ურცხვად იტყუება, ვითომდა 2008 წლის ომში მონაწილე ქართველ სამხედროებს ჰააგაში გასამართლების საფრთხე ემუქრებათ. ხაზგასმით ვაცხადებთ, სასამართლო ემუქრება არა ჩვენს გმირ მეომრებს, არამედ ოკუპანტებს და ბანდფორმირებებს, რომლებმაც ქართულ მიწაზე ეთნიკური წმენდა ჩაატარეს! ეს სიცრუე მოიგონეს მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს წინაშე და ახლა გმირი სამხედროების ზურგსამოფარებულები, რუს პოლიტტექნოლოგებთან ერთად ცდილობენ სხვას დააბრალონ ის, რაც თავად დაუშავეს ხალხს და ქვეყანას”, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.