გიორგი ვოლსკი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვაზე: მათგან ერთიც იქნებოდა საკმარისი, ყოფილი წევრებისთვის აეკრძალათ სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს მედიასთან გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პოპულარული პარტიის მიმართ ასეთი ხისტი დამოკიდებულება გერმანიაში სიახლეა.

„პარტიის მიმართ და მით უმეტეს პოპულარული პარტიის მიმართ ასეთი ხისტი დამოკიდებულება, ასეთი კუთხით ეს გერმანიაში სიახლეა და არა მარტო გერმანიაში, ევროკავშირშიც. საქართველოსთან ვავლებთ ხოლმე პარალელებს. ჩვენ როდესაც „ნაცმოძრაობას“ ვუპირისპირდებით, გვაქვს ფაქტები, ვდებთ კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიდანაც მხოლოდ ერთი საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ევროპული დემოკრატიისათვის, რომ არა თუ პარტია აეკრძალათ, არამედ მისი ყველა ყოფილი წევრებისთვის აეკრძალათ საერთოდ სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები