შსს-ს სასაზღვრო პოლიცია აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად ახალგაზრდებს გააგზავნის

0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად ახალგაზრდებს გააგზავნის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად გასაგზავნი კანდიდატების შერჩევა დაიწყო.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემია საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 2019-2023 სასწავლო წლისათვის, ოთხწლიანი ინტენსიური საბაკალავრო პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევას სთავაზობს. აშშ-ში კურსანტების სწავლას აშშ-ის მთავრობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია დააფინანსებენ.
ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულები, სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ. ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია კანდიდატებს სწავლების 8 ძირითად მიმართულებას სთავაზობს, მათ შორის: სამოქალაქო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, საზღვაო ფლოტის არქიტექტურა და ინჟინერია, ოპერაციების კვლევა, საზღვაო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები, სახელმწიფო მართვა, სამანქანო ინჟინერია. აკადემიური პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ნავიგაციისა და კანონაღსრულების საკითხების თეორიულ სწავლებას. საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი ჩაერთვება საერთაშორისო კონკურსში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 40 კანდიდატს შორის უნდა მოხვდეს.

კომენტარები

კომენტარი