ჰერეთისკარში, ფესტივალი „აჭარული დღე” ჩატარდა

0

„ნოვას“ მხარდაჭერით და “სათემო კავშირი ჰერეთის“ ორგანიზებით, უკვე მეორედ, ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში ფესტივალი „აჭარული დღე” ჩატარდა. ტრადიციულად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკომიგრანტები მაღალმთიანი აჭარიდან.
ღონისძიების მიზანია საზოგადოებისთვის,29 წლის განმავლობაში შენარჩუნებული აჭარული კულტურის, სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობა. ფესტივალი კონცერტით გაიხსნა, პატარების განწყობაზე კი ანიმატორებმა იზრუნეს.
„ღონისძიების მსვლელობაში აქტიურად იყო ჩართული სოფლის მოსახლეობა, ღია ცის ქვეშ მოწყობილ პატარა სამზარეულოებში მოფუსფუსე ბებოები ცდილობდნენ მოწვეული სტუმრებისთვის ეჩვენებინათ აჭარული სამზარეულოსათვის დამახასიათებელი განსხვავებული კერძები: აჭარული ხაჭაპური, ბორეგი, ბაქლავა. აქვე ვიხილეთ აჭარული ნაღების დამზადების პროცესი. აჭარული კერძები, სამაგიდო თამაშები და აჭარისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები“,- აცხადებენ ფესტივალი ორგანიზატორები.
მათივე თქმით, აჭარელი მოსახლეობის განწყობა შუა კახეთში „ნოვას“ ისტორიის კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ალბომად იქცა.

R

კომენტარები

კომენტარი