განათლების სამინისტრო, საჯარო სკოლებს მიმართავს, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს შენობების გათმობა დროულად უზრუნველყონ, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრებისა და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხელბლად მიეცეთ.
„ხარისხიანი განათლების და საგაკვეთილო პროცესის შეუფერხელბლად და სრულყოფილად წარმართვისთვის, სკოლაში შესაბამისი გარემოს არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
შესაბამისად, სამინისტრო, კიდევ ერთხელ რეკომენდაციით მიმართავს საჯარო სკოლებს, ცივი ამინდებიდან გამომდინარე, დროულად უზრუნველყონ სკოლის შენობის გათბობა, რათა მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრების და მეცადინეობის შესაძლებლობა შეუფერხელბლად მიეცეთ“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი