ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის ერთ-ერთ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები