გიორგი მიქაძე კალიფორნიაში „PORSCHE“-ს 60 წლის საიუბილეო საღამოზე წარდგება

ავტომობილის ტიტულის მქონე პრესტიჟული კომპანია „პორშე“ წელს 60 წლის საიუბილეო თარიღს გრანდიოზული ღონისძიებებით აღნიშნავს.
საზეიმო მიღება და კონცერტი გაიმართება კალიფორნიის შოუ რუმში (Porsche South Bay), სადაც გიორგი მიქაძე წარდგება ლოს- ანჯელესში მოღვაწე ვარსკვლავური ბენდით, რომლის შემადგენლობაში არიან – გიტარისტი ქოლინ ქუქი, ბასისტი ანტუან კატსი და დრამერი შონ რაითი.
გიორგი მიქაძეს ჯაზისა და პოპმუსიკის ამომავალ  ვარსკვლავად მოიხსენიებენ. ბერკლისა და მანჰეტენის აკადემიების კურსდამთავრებული, ამავე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებლის მიწვეული პროფესორი, ჯაზის მაგისტრი და „იამაჰას“ ოფიციალური ჯაზ-არტისტი, უამრავი საინტერესო პროექტის ავტორი, ხვალ კალიფორნიაში „პორშეს“ საიუბილეო გრანდიოზულ საღამოზე წარდგება.
მიღებაზე დაესწრებიან მხოლოდ საგანგებოდ მოწვეული სტუმრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები