სამართალდამცველები ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდნილი ბეტონმზიდის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

“დუშეთის რაიონში შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყო. სამართალდამცველები და მაშველები ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს 1965 წელს დაბადებულ ი.ჟ.-ს ეძებენ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს, სადაც დასაქმებული იყო სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ი.ჟ”, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები