თამარ ჟვანია თინა ბოკუჩავას :თინა, მიტინგზე არ ხართ, ცესკო-ში ხართ

 

თინა, მიტინგზე არ ხართ, ცესკო-ში ხართ, მე მგონი, გესმით – ასე მიმართა ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თინა ბოკუჩავას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე, რომელიც სხდომაზე ლევან ბეჟაშვილის ნაცვლად დაბრუნდა და პოზიციის გამოსახატად ორი წუთი მოითხოვა.
თამარ ჟვანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მიმართა, რომ საკუთარი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, რეგლამენტი დაეცვა.

ჟვანიამ ბოკუჩავას სხდომა დაატოვებინა, ვინაიდან სხდომაზე პარტიიდან ორი წარმომადგენლის ყოფნა დაუშვებელია.
ჟვანიას ამ გადაწყვეტილებამ ბოკუჩავას პროტესტი გამოიწვია.
ინციდენტის შემდეგ სხდომაზე კენჭი უყარეს ოპოზიციის ინიციატივას, რომ საკითხის განხილვა გადადებულიყო, თუმცა ამ ინიციატივას მხარი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დაუჭირეს. ორი მომხრე, 10 წინააღმდეგი, საკითხის გადადება ჩავარდა და ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღის წესრიგის პირველი საკითხის ამოღებას ითხოვდნენ.

ოპოზიცია ითხოვდა, რომ ცესკო-ს პირველი ტურის შედეგების შეჯამება 17 ნოემბრამდე გადაედო, რომ არჩევნების მეორე ტური შაბათ დღეს პირველ დეკემბერს ჩატარებულიყო ან 17-ში შედეგების შეჯამების შემდეგ, ოქმი მეორე დღეს გამოქვეყნებულიყო, რომ მეორე ტურის თარიღი 2 დეკემბერი ყოფილიყო.

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს და გამოსცა განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები