სამართალდამცველებმა თბილისში ინტერპოლით ძებნილი დააკავეს

შსს-მ თბილისში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, დოკუმენტაციის გაყალბების, გამოყენების და ცეცხსასროლი იარაღის უკანონო შეძენისთვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით) წითელი ცირკულარით ძებნილი 1990 წელს დაბადებული ი.ს. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მას 3 თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები