თბილისში რუსი გამომძიებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჰაკერი დააკავეს

თბილისში, რუსი გამომძიებლის, ევგენია შიშკინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის რუსი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი დააკავეს.
​როგორც სუმბაევის ადვოკატმა, BBC-ის განუცხადა, აღნიშნული ფაქტი გასულ კვირას მოხდა და ამჟამად ქართული სასამართლო მისი რუსული მხარისთვის გადაცემის საკითხს განიხილავს.
შეგახსნებთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა უფროსი გამომძიებელი ევგენია შიშკინა 10 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. ის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის, ეკონომიკური ხასიათის დანაშაულებებსა და თაღლითობასთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებდა.
რაც შეეხება ეჭვმიტანილს, ის ასტრახანის მკვიდრია. სუმბაევი “უცხო პირთა საბანკო ბარათებიდან თანხების მოხსნის” საქმეზე ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი. სწორედ ამ საქმეებს იძიებდა ევგენია შიშკინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები