“ბავშვების კვების ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არ ეპატიება არავის” – კალაძე ბაღის დირექტორების გათავისუფლებაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე საბავშვო ბაღების დირექტორების გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, დირექტორები გამოვლენილი გადაცდომების გამო გათავისუფლდნენ.
“ყველაფრის პოლიტიზირება ხდება ქვეყანაში, რაც ძალიან სამწუხაროა. სააგენტო ყოველთვის ახორციელებს ბაღების შემოწმებას, რომელიც ახლა არ დაწყებულა და ამის ვალდებულება ჩვენ გვაქვს. ამაზე ადრეც ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ არავის ვაპატიებთ გადაცდომას, განსაკუთრებით იქ, სადაც საუბარია პატარებზე, ბავშვების რაციონის ხარჯზე გადაცდომები და ღალატი არ ეპატიება არავის”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი გათავისუფლდა.
დირექტორების ნაწილი აცხადებს, რომ მათ წინასაარჩევნო პოლიტიკურ აგიტაციაში ჩართვაზე უარი თქვეს და სწორედ ამიტომ დაატოვებინეს პოზიციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები