უკრაინაში ქართველი ცოლ-ქმარი დააკავეს-ისინი ასობით ადამიანს მონურად ამუშავებდნენ (ვიდეო)

უკრაინაში სამართალდამცველებმა 13 ადამიანისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება, შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით, დააკავეს.
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, ის თავის უკრაინელ მეუღლესთან ერთად აღნიშნული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.
მათ სამეურნეო საწარმო ჰქონდათ გახსნილი, სადაც ასობით ადამიანს წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე ამუშავებდნენ. ადამიანები მოტყუებით მიჰყავდათ, საბუთებს ართმევდნენ, მაგრამ შემდეგ დაპირებებს არ ასრულებდნენ და საბუთებსაც არ უბრუნებდნენ.
“დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები ეძებდნენ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ჰპირდებოდნენ სამსახურს 450-500 გრივნის ანაზღაურებით დღეში, საცხოვრებელ სახლს და კვებას. ჯგუფის წევრებიდან ის, ვინც საწარმოში “მონის” მოყვანას შეძლებდა, 500 გრივნით ჯილდოვდებოდა. დაზარალებულებს ადგილზე დოკუმენტებს და ტელეფონს ართმევდნენ, მათ მინდორში დღეში 13 საათის განმავლობაში ამუშავებდნენ. რა თქმა უნდა, ანაზღაურებამდე საქმეც არ მისულა, ზოგს სცემდნენ კიდეც”, – აცხადებს უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი სერგეი კნიაზევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები