პირი, რომელმაც “სარფის” საბაჟოზე 1 კილომდე ოქროს უკანონოდ შემოტანა სცადა, დაკავებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სარფის’’ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით – 916 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საბაჟო ღირებულება 51 474 ლარს შეადგენს”,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები