უკრაინული ავიაკომპანია SkyUp საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს. კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია 23 დეკემბრიდან განახორციელებს.
ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2019 წლის 30 მარტამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია SkyUp-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 12 ნოემბერს მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები