“შსს მზად არის “ხორავას ქუჩის” საქმის შესახებ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე მოხსენება წარადგინოს”

შსს მზად არის, ნებისმიერ დროს წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს დილით შს მინისტრს ესაუბრა.
„დღეს დილით მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხისთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს“ წევრები დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები