ჩხაკაურა-ბახმაროსა და ბჟუჟჰესი-გომის მთას მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (პერიოდული თოვა და ყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ33-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების (პერიოდული თოვა და ყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომის მთას საავტომობილო გზის კმ14-კმ32 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.