დავით ნარმანია შიდა ქართლის გუბერნატორსა და გამგებლებს შეხვდება

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილთან და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართება. როგორც “კვირას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაციას იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწვდის, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს.
საუბარი შეეხება საავტომობილო გზების მშენებლობას და რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების გამართვას, მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შეხვედრაზე განხილული იქნება, ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, მათი დაწყებისა და განხორციელების ვადები. “ჯამში, შიდა ქართლში 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 109 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში დაგეგმილი პროექტების ფონდიდან შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებით 12 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, რომლითაც 19 პროექტს განახორციელებენ“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები