დავით მათიკაშვილი: ზურაბიშვილისადმი მუქარა “ნაცმოძრაობის” ხელწერას წარმოადგენს

“ნაციონალურ მოძრაობა” ძალიან ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავს. ისინი არ ერიდებიან არცერთ ნაბიჯს იმისთვის, რომ პიარქულები დაიწერონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადამ სადაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა რომ მას და მის ოჯახსლიკვიდაციით ემუქრებიან.
მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნისას საზოგადოება განიცდიდა ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას.
“ნაციონალური მოძრაობა” ძალიან ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავს. ისინი არ ერიდებიან არცერთ ნაბიჯს იმისთვის, რომ პიარქულები დაიწერონ. ნებისმიერი მუქარა, ნებისმიერი ასეთი განცხადება სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას წარმოადგენს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი , როდესაც აღნიშნული პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში იმყოფებოდა და საზოგადოება როგორ განიცდიდა ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას , ეს ყველამ კარგად იცის. სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ის, რომ საარჩევნო პროცესში “ნაციონალურ მოძრაობა” არ ერიდება არცერთ ნაბიჯს, მათ შორის მე ვგულისხმობ იმ ზარს, იმ განცხადებას, რაც ქალბატონმა სალომემ გააკეთა, როდესაც მას პირდაპირ ემუქრებოდნენ” , – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
მათიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილისადმი მუქარა არის ნაბიჯი “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგიდან.
“მინდა, პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არანაირ შემხებლობაში არ არის სამხედრო ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან. ეს არის ნაბიჯი “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგიდან, რომელსაც არ ერიდება ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი, ნაციონალური მოძრაობა ვერ შეიყვანს მათ შეცდომაში. დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორ არჩევანს გააკეთებს და ის აუცილებლად ევროპას და საქართველოს განვითარებას დაუჭერს მხარს და არა რუსეთს და კრემლს. მეორე ტურის შემდგომ საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები