ბრალდებულს, რომელმაც ყოფილი მეუღლე შვილის თანდასწრებით სცემა, 2 წელი მიესაჯა

სასამართლომ არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ, ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 16 ივლისს, თბილისში, ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.მ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს – მ.ს-ს მისივე საცხოვრებელ ბინაში, სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი.
სამართალდამცველებმა დ.ნ. 2018 წლის 19 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები