„ვქმნით საარჩევნო გარემოს, სადაც კანდიდატებს შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას ვაძლევთ“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ყველაფერი კეთდება ისეთი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად, სადაც ყველა კონკურენტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ საია-ს მიერ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პირველ შუალედურ ანგარიშზე კომენტირებისას განუცხადა.
“ჩვენ გვქონდა ვითარება, როცა ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის ტოტალურად გამოყენება, ხდებოდა ადმინისტრაციული დაპატიმრებები, ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების ფაქტებს, რაც, ალბათ, 100 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე დღეს. იდეალური გარემო, ბუნებრივია, ვერ არის, მაგრამ დინამიკაში ვხედავთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდთან შედარება არ შეიძლება – მასთან შედარებით პროცესი პროგრესულია. ძალიან კარგია, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული და ამაზეც ალბათ შესაბამისი რეაგირება მოხდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შექმნას გარემო, სადაც ყველა კონკურენტს ექნება თანაბარი შესაძლებლობა. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველას ვაძლევთ საშუალებას, მაქსიმალურად სრულყოფილად წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები”‘, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები