შსს-მ სოფელ კასრისწყლის სკოლისა და საბავშვო ბაღის კუთვნილი ინვენტარის დაზიანების ფაქტი გახსნა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის კუთვნილი ინვენტარის დაზიანების ფაქტი გახსნეს.
როგორ “კვირას” უწყებიდან აცნობეს, პოლიციამ 1979 წელს დაბადებული ჯ.გ. დააკავა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ჯ.გ.-მ მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ღამის საათებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც სკოლის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის ინვენტარი დააზიანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სხვისი ნივის ან ქონების დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით”, – ცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები