ქუცნაშვილი ბესელიაზე: თუ ასეთი გადაადგილება მოხდა, ფორმალურად ეს დაწინაურებაა, უფლებამოსილებებით კი, დაქვეითება

0

საპარლამენტო უმრვლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და პარლამენტის ვიცესპიკერი გახდეს.
„კომიტეტის თავმჯდომარის საკითხს წყვეტს პარლამენტის პლენარული სხდომა. შესაბამისად, ჯერჯერობით ასეთი განხილვების შესახებ მე არ მსმენია. ასე, რომ ამ ინფორმაციას არ ვფლობ და გამიჭირდება მისი დადასტურება, ან უარყოფა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გაამრთულ პრესკონფერენციაზე.
კითხვაზე, თუ ასეთი გადაადგილება მოხდა, ეს დაწინაურებაა, თუ დაქვეითება , ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ფორმალურად ეს დაწინაურებაა, დატვირთვით და უფლებამოსილებებით კი, დაქვეითება.
„გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ. ფორმალურად ეს დაწინაურებაა, დატვირთვით და უფლებამოსილებებით კი, დაქვეითება. ფორმალურად ვიცესპიკერი უფრო მაღალი თანამდებობაა, ვიდრე კომიტეტის თავჯმდომარე. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, რომლის მთავარ ფუნქციას საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, იურიდიული საკითხების კომიტეტი არის წამყვანი კომიტეტი. ის ქმნის კანონების 70-80%, რაც კი პარლამენტში განიხილება. ასე, რომ თუ ასეთი გადაადგილება მოხდა, ფორმალურად ეს დაწინაურებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა რეალურად წამყვანი კომიტეტის ლიდერობა ბევრად საპასუხისმგებლოა“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი