ზაზა სარალიძე მერაბ მორჩაძის გათავისუფლებაზე: ტყუილად იყო ეს პირი პასუხისგებაში მიცემული

0

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოწმის დაყოლიებისთვის და ინფორმაციის შეცვლისათვის მერაბ მორჩაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ადამიანი ტყულად იყო პასუხისგებაში მიცემული.
“ეს იყო მოჩვენებითი პასუხისგებაში მიცემა, რომ ეს აღშფოთება ჩაეხშოთ. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ადამიანი ტყულად იყო გაწირული, ეს იყო სუბელიანის ხრიკები, რომ ვიღაცა უნდა დაეჭირათ. მე ვითხოვ, ჩემი შვილის მკვლელების დასჯას, რატომ ცნეს დამნაშავედ, ესეც არ ვიცი და ვინ არის ეს ადამიანი, ესეც არ ვიცი”,-აცხადებს სარალიძე.
შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულის ოჯახის ახლობელია, რომელიც 2018 წლის 8 ივნისს მოწმის დაყოლიებისთვის და ინფორმაციის შეცვლისათვის დააკავეს. თუმცა პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

კომენტარები

კომენტარი