ხორავას ქუჩის საქმეზე, მერაბ მორჩაძეს 2 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა

მერაბ მორჩაძეს, რომელიც ხორავას საქმესთან დაკავშირებით, მოწმის დაყოლიებისთვის და ინფორმაციის შეცვლისათვის, დააკავეს, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააუფორმა.
როგორც საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა, ბრალდებულმა მერაბ მორჩაძე დანაშაული აღიარა და ჩადენილი დანაშაული მოინანია.
მისივე თქმით, პროკურატურას ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით თავად მიმართა, რაც პროკურატურამ დააკმაყოფილა.
“დასრულდა საქმის არსებითი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ბრალდებულ მერაბ მორჩაძის სიხლის სამართლის საქმეზე.
მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში წარდგენილი კვალიფიკაციით და მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი.
კონკრეტულად, მერაბ მორჩაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ – ის 372 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისათვის.
აღნიშნული კვალიფიკაციით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რაც შეეხება სასჯელს, ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მან მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მას აღნიშნულის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და დაენიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით“ – განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულის ოჯახის ახლობელია, რომელიც 2018 წლის 8 ივნისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები