დიმიტრი ცქიტიშვილი: ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა დეპუტატი ეკა ბესელია თანამდებობას ტოვებს, ეხმაურება. დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ბესელიას თანამდებობის დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა.
„ჯერჯერობით, არ არის ამაზე საუბარი. არ ვიცი, რა დაპირისპირებას გულისხმობთ, არ გამიგია. მე კომიტეტის წევრი არ ვარ და კომიტეტში დაპირისპირებაზე ვერ გეტყვით. არც ვიცი არის თუ არა საკადრო ცვლილებები“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტის სპიკერატში შესაძლო გადანაცვლების საკითხზე კომენტირებისას.
ცნობისათვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. თუმცა, თავად ეკა ბესელია ამ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები