ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე კომისიის სხდომა დღეს გაიმართება
უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა 12:00 საათზე შეიკრიბება. ფარული ვიდეოჩანაწერების ნაწილის განადგურების, შს-ს ახალი მინისტრის დანიშვნისა და მთავარი პროკურორის შეცვლის შემდეგ კომისია პირველად შეიკრიბება. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომისია გასული წლის 14 ივნისს შეიქმნა, 5 სექტემბერს კი უკანონო მიყურადებისა და ფარულ საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებმა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, მოდულის შენობაში 110 დისკი გაანადგურეს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა.