ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დღეს სასამართლოში ჩვენებას მისცემს

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დღეს სასამართლოში ჩვენებას მისცემს. საქმის არსებითი განხილვა ბოლო ეტაპზეა, აღნიშნულ საქმზე მოსამართლე განაჩენს თვის ბოლომდე გამოაცხადებს.
ლადო გრიგალაშვილი უკვე მე-9 თვეა პატიმრობაშია.
ანა ნაცვლიშვილი 2018 წლის 21 თებერვალს მოკლეს. მას ცივი იარაღით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. 22 თებერვალს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ლადო გრიგალაშვილი ცხელ კვალზე დააკავეს. გრიგალაშვილი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს.
მისი მამის კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც გამოძიების ინფორმაციით, მოკლულის სისხლის კვალია აღმოჩენილი. პროკურატურის ინფორმაციით, ცივი იარაღი მამის ავტომობილში სწორედ გრიგალაშვილმა დამალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები