ვალერი გელბახიანი არჩევნებთან დაკავშირებით: ეს ბრძოლა მიდის მდიდრებსა და ღარიბებს შორის (ვიდეო)

პრაქტიკულად არ გვყავს საშუალო ფენა, გვყავს მდიდრები და ღარიბები, ეს ბრძოლა მიდის მდიდრებსა და ღარიბებს შორის, – ამის შესახებ იურისტმა ვალერი გელბახიანმა “TV პირველის” პირდაპირ ეთერში საარჩევნო პროცესების შეფასებისას განაცხადა.
გელბახიანი თვლის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს ხმა არ მისცეს სწორედ ღარიბთა, გაჭირვებულთა ფენას მიეკუთვნებიან და უკმაყოფილო მოქალაქეები არიან.
“თუ საქართველოში ყოველი მეხუთე ღარიბია და ამას სტატისტიკა აჩვენებს, მაშასადამე ჩვენ დაახლოებით ნახევარი მილიონი ღარიბი ამომრჩეველი გვყავს, რომელიც პარტიულ ნიშანს ყურადღებას არ აქცევს, მას თავისი პრობლემების გადაწყვეტა უნდა. რასაც რეალურად ამ ხელისუფლებისგან ვერ ხედავს. ამიტომ კლასობრიობის ნიშანი, რომ არსებობენ ღარიბები და მდიდრები, იქნება მთავარი ნარატივი და მთავარი წყალგამყოფი ამ არჩევნებში. ამ ნიშნით მისცემს ამომრჩეველი ხმას არა “ოცნება” თუ “ნაციონალური მოძრაობა”… პრაქტიკულად არ გვყავს საშუალო ფენა, გვყავს მდიდრები და ღარიბები, ეს ბრძოლა მიდის მდიდრებსა და ღარიბებს შორის და ვფიქრობ, რომ ის მილიონი ხმა არამხოლოდ უკმაყოფილო ადამიანთა ხმა იყო, არამედ გაჭირვებულების, ღარიბების ხმა”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები