დავით სერგეენკო: 2019 წელს დევნილებს 1500 ობიექტი დაუკანონდებათ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 2019 წელს დევნილებს 1500 ობიექტი დაუკანონდებათ.
“დევნილებს ჯამში, 2019 წლის განმავლობაში 1500 ობიექტი დაუკანონდებათ, ხოლო 2000 იქნება შესყიდული მზა ბინები ან მზა სახლები სოფლად. ეს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ქუთაისში, ბათუმში, წყალტუბოში, გარდაბანში, სიღნაღსა და თეთრ წყაროში განხორციელდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები