მამუკა ბახტაძე: “ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ სულ ჰქონდათ ერთობა ძალადობაში, რომელსაც ახორციელებდნენ 2012 წლამდე

“ერთობა მათ ჰქონდათ მუდმივად, ვინაიდან ერთიანები იყვნენ სწორედ იმ ძალადობაში, რასაც ახორციელებდნენ 2012 წლამდე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, საქმე გვქონდა ძალიან იაფასიან მცდელობასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილს გარკვეულწილად დისტანცირება მოეხდინა იმ საერთო წარსულიდან, რომელიც მათ აერთიანებთ.
„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი და თვალთმაქცობა. ერთობა მათ ჰქონდათ მუდმივად, ვინაიდან ერთიანები იყვნენ სწორედ იმ ძალადობაში, რასაც ახორციელებდნენ 2012 წლამდე. შესაბამისად, ასეთი სიტყვებით შეუძლიათ ერთმანეთს მიმართონ. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს ერთობა ყოველთვის იყო და საქმე გვქონდა ძალიან იაფასიან მცდელობასთან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილს გარკვეულწილად დისტანცირება მოეხდინა იმ საერთო წარსულიდან, რომელიც მათ აერთიანებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია ცუდია, მაგრამ ამავე დროს არის ლაკმუსის ქაღალდი.
„ამდენი რაოდენობის ტყუილი, დეზინფორმაცია და ე.წ. ფეიქნიუსი არ ვიცი, თუ რომელიმე ტიპის საარჩევნო კამპანიაში დემოკრატიულ ქვეყნებში დაფიქსირებულა. ეს არის ის ტყუილების ტალღა, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვაკვირდებით და ეს ყველაფერი ამავე დროს ძალიან მარტივად გადასამოწმებელია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები