„გოცირიძე საარჩევნო უბანზე შევარდა, ემუქრებოდა კომისიის თავმჯდომარეს“ – გრიგოლ გაგნიძე დარღვევებზე ვიდეომასალას ავრცელებს (ვიდეო)

“ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს.
ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გრიგოლ გაგნიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დარღვევების შესახებ ანგარიში უწყებათაშორის კომისიას უკვე მიაწოდა. გაგნიძის მიერ გავრცელებული ვიდეომასალები ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დარღვევებს ეხება.
„წინასაარჩევნო პერიოდი აგრესიული ფონით წარიმართა. ამ აგრესიულმა ფონმა თავისი გავლენა მოახდინა არჩევნების პირველ ტურზე.
ხონში, საარჩევნო უბანზე გიგი უგულავამ ხმა მისცა და უბანზევე მისცა ინტერვიუ მედიასაშუალებებს, სადაც თქვა ვის აძლევდა ხმას, ეს დარღვევაა.
„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე ახალქალაქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შევარდა, არც ბეიჯი ჰქონდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა კომისიის თავმჯდომარეს, ვიდეოშიც ჩანს.
ზუგდიდში იყო კომისიის წევრებზე ზეწოლის და ძალადობის ფაქტი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურთაზ ზოდელავა, ბაჩუკი ქარდავა და მისი მომხრეები ზეწოლას ახდენდნენ კომისიის წევრებზე და თავმჯდომარეზე.
სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერებშიც მოიძებნება თითოოროლა გაუწონასწორებელი პირი, რომელიც კონფლიქტს წამოეგება ან კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის“, – განაცხადა გაგნიძემ.
მისი თქმით, ორგანიზაცია არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები