გია გაჩეჩილაძე: საზოგადოებამ დაინახა ის საფრთხე, რომელიც საქართველოს ელოდება, სერიოზული სხვაობით მოიგებს ზურაბიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები გააქტიურდებიან და არჩევნებზე მივლენ.
„ჩემი გათვლებით, ძალიან სერიოზული სხვაობით მოიგებს ჩვენი კანდიდატი, ქალბატონი სალომე. იმიტომ, რომ საზოგადოება ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდება უკვე ამ საკითხს. საზოგადოებამ დაინახა ის საფრთხე, რომელიც საქართველოს ელოდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ და დავით ბაქრაძის მხარდამჭერები არითმეტიკულად არ შეიკრიბება, ტყუილად აქვს ამის ილუზია „ნაციონალურ მოძრობას“. ბაქრაძემ თავიდანვე მოატყუა ამომრჩეველი, როცა გამოეყვნენ „ნაციონალურ მოძროაბას“, უთხრა, აღარ მინდა სააკაშვილთან და ვიღაცებთან ყოფნაო. ამომრჩეველი მოტყუებულია ბაქრაძის მიერ. არ მგონია, ბაქრაძის მხარდამჭერების დიდმა პროცენტმა მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელ ძალას. ჩვენი ამომრჩეველი უფრო გააქტიურდა და მათი დიდი რაოდენობა მოვა არჩევნებზე, რომ კატასტროფა და დესტაბილიზაცია ააცდინოს სახელმწიფოს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები