სალომე ზურაბიშვილი ატოცში ჩავა, სადაც ოკუპანტები მავთულხლართებს ამონტაჟებენ

დღეს, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავა.
დამოუკიდებელი კანდიდატის საპრეზიდენტო შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით,
8 ნოემბერს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავა.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა საზღვრისპირა რეგიონში ე.წ. რუსი ოკუპანტები სოფელ ატოცთან მავთულხლართების მონტაჟს ახორციელებენ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის წლის, 1 ნოემბრიდან სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, მავთულხლართების მონტაჟი განაახლდა, რის შედეგადაც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები