ვახტანგ ჭარაია: პენსიების მყისიერი გაზრდა კუპონების პერიოდში დაგვაბრუნებს

„400 ლარამდე პენსიის გაზრდა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი, ასეთი გადაწყვეტილება ბიუჯეტის ჩამოშლას, ვალუტის გაუფასურებას გამოიწვევს”, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პენსიების გაზრდასთან დაკავშირებული დაპირება ჯანსაღ გათვლებზე არ არის გაკეთებული.
„თუ მოსახლეობას უნდა 400 ლარიანი პენსია, რომლის მსყიდველობითი უნარი იქნება რამდენიმე ათეულით ნაკლები,ვიდრე დღეს არსებულ 180 ლარს აქვს, კი ბატონო, თეორიულად შესაძლებელია სურვილი გქონდეს, მაშინ დავბეჭდოთ ფული და რატომ 400, 1000 ლარი დავურიგოთ პენსიონერებს, მაგრამ ამით გაუარესდება საქართველში მცხოვრები 3 მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრების პირობები. კუპონების პერიოდს დავუბრუნდებით, პური, რომ 2 მილიონზე მეტი ღირდა. ამიტომ დაპირებები წინასაარჩევნოდ უნდა გაკეთდეს ჯანსაღ გათვლებზე. მაგალითისთვის თუ ავიღებთ შსს-ს, თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ერთად, ამ უწყებების წლიური ბიუჯეტი 1,6 მილიარდი ლარია. პენისიის 400 ლარამდე გასაზრდელად კი 2 მილიარდია საჭირო. ანუ თეორიულადაც რომ დაუშვა, ამ სამი უწყების გაუქმებაც არ არის საკმარისი პენსიის 400 ლარამდე გასაზრდელად. ჯამში ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული პირის ხელფასი წლის განმავლობაში არის 1,8 მილიარდი ლარი. 60 ათასი პედაგოგის, 30 ათასი ჯარისკაცის, რამდენიმე ათასი პოლიციელის, მოკლედ მთლიანად ყველა საჯარო მოხელის სახლში გაშვებაც არ არის საკმარისი ამ დაპირების შესასრულებლად”, -განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები