“საზოგადოება კიდევ ბევრი გადაწყვეტილების თაობაზე იქნება ინფორმირებული”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე სამუშაო შეხვედრებზე საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოება კიდევ ბევრი გადაწყვეტილების თაობაზე იქნება ინფორმირებული. მისივე თქმით, მხარდამჭერების მობილიზება ხდება, რაც არჩევნების შედეგებზე შესაბამისად აისახება.
“შეხვედრები იქნება ძალიან მასშტაბური, შეხვედრები იქნება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. ქალბატონი სალომე ამ პროცესებში ძალიან აქტიურად მონაწილეობს, იგი ამ წუთებშიც აქ იმყოფება და საზოგადოების წინაშეც ძალიან ბევრჯერ, ხშირად გამოჩნდება. უშუალოდ მას ექნება შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, საზოგადოებამ უკვე მოისმინა და კიდევ ბევრი გადაწყვეტილების თაობაზე იქნება ინფორმირებული, იმ გადაწყვეტილებების, რომელიც იქნება სრულიად ადეკვატური საზოგადოებაში არსებული გამოწვევების. იმავდროულად, ხდება სრული მობილიზება ჩვენი მხარდამჭერების. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნების შედეგებზეც შესაბამისად აისახება”, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები