გია ცაგარეიშვილი: სალომე ზურაბიშვილი 7 ნოემბერს, ჩვენს გვერდით, ამ ქოლგით, როგორც ხმლით, იბრძოდა (ფოტო)

“7 ნოემბერს, ჩვენს გვერდით, ამ ქოლგით, როგორც ხმლით, იბრძოდა სალომე ზურაბიშვილი” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გია ცაგარეიშვლი წერს და სოციალურ ქსელში 2007 წლის 7 ნოემბრის ფოტომასალას აქვეყნებს.
როგორც გია ცაგარეიშვილი აცხადებს, იგი საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.
“ობიექტურობა მოითხოვს, რომ დღეს, როდესაც 7 ნოემბერს ვიხსენებთ, დავწერო, რომ ამ დღეს ჩვენს გვერდით, ამ ქოლგით, როგორც ხმლით, იბრძოდა სალომე ზურაბიშვილი. მას ერთი წუთით არ დაუტოვებია “ბრძოლის ველი”, ყველა განსაცდელის დროს, როდესაც მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩა-ქუჩა, სოფელ-სოფელ დადიოდა, სალომე ხალხის გვერდით იდგა! რასაც ამ ქალს ვერ წაართმევ, ეს მისი სიმამაცეა! 48!!!” – წერს გია ცაგარეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები