ზურაბ ვაზაგაშვილის დედა: ასეთი ბარბაროსული საქციელის ჩამდენი “ნაციონალური მოძრაობა” იყო

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშილის დედა – ციალა შანავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისი გარდაცვლილი შვილი სპეცოპერაციის დროს დაცხრილულ მანქანაში იმყოფება. მისი თქმით, ასეთი ბარბაროსული საქციელის ჩამდენი “ნაციონალური მოძრაობა” იყო.
“ამ მანქანაში, ჩემი შვილი, ჩემი ზურიკო წევს, მკვდარი. 100 ტყვია ესროლეს, როცა ერთი ტყვიითაც შეიძლება ადამიანი მოკლა. ზურიკოს მამა – იური ვაზაგაშვილი ზურიკოს საფლავზე ააფეთქეს. ასეთი ბარბაროსობა “ნაციონალებმა” – სისხლის მსმელებმა ჩაიდინეს. გააზიარეთ ეს ფოტო, იქნებ შეურაცხადი სააკაშვილის მოყვარულები დაფიქრდნენ, ვის სცემენ თაყვანს.
არც ერთი ხელისუფლება არ იმსახურებს ხალხისგან თაყვანისცემას, მაგრამ მიშასგან და მისი მიმდევრებისგან ღმერთმა დაგიფაროთ…”, – წერს ზურაბ ვაზაგაშვილის დედა სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, რომ თბილისში 2006 წლის მაისში ე.წ. კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი იხდის სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები