სერგი კაპანაძე: 7 ნოემბერი ძალიან დიდი შეცდომა იყო

“7 ნოემბერი ძალიან დიდი შეცდომა იყო”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ თავის ქმედებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო.
„ეს არ უნდა ჩაედინა იმ ხელისუფლებას. საბოლოო ჯამში, ამის გამო მან მაშინვე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც გადადგა პრეზიდენტი და ახალი არჩევნები დაინიშნა. მათ შორის, ამის გამოც დამარცხდა 2012 წელს, მოგვიანებით, მაგრამ მაინც. ყველაზე ცუდი ამ ისტორიიდან არის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერაფერს სწავლობს იმ გაკვეთილიდან. ახლა იყენებენ ამ ტრაგედიას, რომ მეორე ტურისთვის თავისი შანსები გაზარდონ. ეს კი, იმ ფონზე ხდება, როცა ზაზა სარალიძეს კარავსაც არ აშლევინებენ და ებრძვიან ამ ერთ ადამიანს. ეს არის ამ ხელისუფლების სახე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები