სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

სენაკში, დანით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა სენაკში, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები