ალი ბაბაევი: უნდა გავერთიანდეთ და სააკაშვილს „არა“ უნდა ვუთხრათ

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარის, ალი ბაბაევის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ ბაბაევმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აღშფოთებული ვარ იმით, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბმა ვერ იმუშავა ისე, როგორც უნდა ემუშავა. ამომრჩევლებს ამ კანდიდატზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. უნდა დავირაზმოთ, მივიდეთ ყველას სახლში და ვთხოვოთ, რომ ტერორისტულ რეჟიმს არა გამოუცხადონ. უნდა გავერთიანდეთ და სააკაშვილს „არა“ უნდა ვუთხრათ“, – განაცხადა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები