ია მეტრეველი: დღეს სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა, გაიხსენოს საზოგადოებამ, რა გამოვიარეთ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს

“7 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა. ია მეტრეველი რუსთაველის გამზირზე, სახალხო მოძრაობის – „არა ნაციზმის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმყოფება.
მეტრეველი მიიჩნევს, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაბრუნების საფრთხე შეიქმნა, ამიტომაც აუცილებელია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა მოქალაქე მივიდეს.
„დღეს სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ქვეყნის ბედზე, მოვუწოდებთ, გამოვიდეს ქუჩაში და აღვნიშნოთ ეს დღე. „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების საფრთხე შეიქმნა და დღეს გვინდა, გაიხსენოს საზოგადოებამ, თუ რა გამოვიარეთ სააკაშვილის მმართველობის დროს. ამასთან, აუცილებელია, მეორე ტურში ყველა მივიდეს არჩევნებზე“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები