ვატო შაქარიშვილი : თქვენ ხართ ყველაზე მაგარი ადამიანები, იმიტომ, რომ 2018 წელს, კვლავ დგახართ თავისუფლების სადარაჯოზე

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ვატო შაქარიშვილმა რუსთაველის თეატრთან, სადაც მოძრაობა – “მე ვიცავ თავისუფლებას” წევრები აქციას მართავენ, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც მან განაცხადა, თითოეულმა მოქალაქემ დიდი ფასი გადაიხადა ამ თავისუფლების მოპოვებაში, რაც მოსაფრთხილებელია.
“აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თავისუფლებისთვის საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლე შესწირეს. მე ვარ ამაყი, რომ ადრეული ასაკიდან მათთან ერთად ვიბრძოდი და ვარ ამაყი, რომ თქვენთან ერთად, ისევ ვდგავარ.
მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს შეიძლება, არ გიხაროდეთ ქუჩაში დგომა, ისევ ამისთვის გიწევთ აქ ყოფნა, მაგრამ თქვენ ხართ მაგარი ადამიანები, რომ თავისუფლების სადარაჯოზე ისევ ქუჩაში დგახართ. თითოეულმა თქვენგანმა დიდი ფასი გადაიხადა ამ თავისუფლების მოპოვებაში. ეს არის ისეთი ღირებულება, რომელიც ყველასია, ამიტომ ვუერთგულოთ ერთმანეთს”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები