მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ 11 ნოემბრიდან აქციებს რეგიონებში გააგრძელებს

“მოძრაობის, „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრები მრავალრიცხოვან აქციებს რეგიონებშიც გამართავენ”, – ამის შესახებ კოკა გუნცაძემ რუსთაველის თეატრთან გამართულ აქციაზე განაცხადა. მან აქციაზე შეკრებილებს მოქმედების გეგმა გააცნო.
„ჩვენ 11 ნოემბერს თელავში ჩავატარებთ მრავალრიცხოვან აქციას. იქვე გახსნილია ოფისი და ყველა მსურველს შეეძლება, ჩვენთან ერთად წამოვიდეს. წინასწარ გამოვაცხადებთ, საიდან იქნება გასვლა და სად ვიკრიბებით. 16 ნოემბერს გავემგზავრებით ბათუმში, 17 ნოემბერს – ქუთაისში და სამტრედიაში, 20 ნოემბერს გორში და შემდგომ რუსთავში. არჩევნების წინა დღეს, 17:00 საათზე, ყველანი ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც გრანდიოზული მსვლელობა მოეწყობა“, – განაცხადა კოკა გუნცაძემ.
ცნობისთვის, დღეს, რუსთაველის თეატრთან საზოგადოების წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი, მათ შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები