“ბავშვებიც აქ ვდგავართ და მშობლებიც, დღეს მთელი საქართველო ვერთიანდებით მოძალადე ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ”

“დღეს ბავშვებიც აქ ვდგავართ, მშობლებიც აქ ვდგავართ და მთელი საქართველო ერთიანდება მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ რუსთაველის თეატრთან გამართულ აქციაზე გიორგი ზერეკიძემ განაცხადა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს 14 წლის ასაკში დააკავეს და 2010 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
„მე ვიყავი 14 წლის, ყველაზე პატარა, როცა ვიგრძენი „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმი. ჩემი ოჯახი არც ერთ აქციას არ ტოვებდა, ყოველთვის იდგა იმ სულისკვეთების გვერდით, რომელიც მიმართული იყო მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ. ვერ მივაღწიეთ ქვეყანაში სამართალს, სანამ არ დადგა 2012 წლის პირველი ოქტომბერი. პირადად ჩემ მიმართ განხორციელებული უსამართლობა და შემდეგ ჩემი ოჯახის პასუხი არ იკმარეს, როდესაც დააკავეს მამა და ერთ წელში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ვფიქრობ, მოკლულია ის ადამიანი, რადგან მეუბნებიან, რომ დენმა დაარტყა და მამაჩემს დენის კვალი საერთოდ არ აღენიშნება. ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგი. ისინი ცდილობდნენ მტრის ხატის შექმნას თითოეული მოქალაქის მიმართ, ვინც გადაეღობებოდა მათ შემოქმედებას.
ალბათ გიკვირთ, რამ გამაძლებინა, ასე რომ მოვედი და ღირსეულად ვდგავარ თქვენს წინაშე. მე თქვენმა სულისკვეთებამ, ჩემი თანატოლების გვერდში დგომამ მომიყვანა აქამდე და გამაძლიერა. უზენაეს სასამართლოსთან როდესაც ჩემი თანატოლები აქციას მართავდნენ, მაშინ მე ციხეში ვიჯექი და იქიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს, მაშინ მახსოვს, გოგა ხაინდრავამ თქვა, რომ ბავშვები კი არა, მათი მშობლები უნდა იდგნენო. გეთანხმებით. დღეს ბავშვებიც აქ ვდგავართ, მშობლებიც და მთელი საქართველო ვერთიანდებით მოძალადე ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები