კობა დავითაშვილი: ჩემთვის ყოველი დღე 7 ნოემბერია, 7 ნოემბერს თან ვატარებ

“ჩემთვის ყოველი დღე 7 ნოემბერია. 7 ნოემბერს თან ვატარებ. მე ამ დღეს არ მახსენდება მარტო 7 ნოემბერი”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, კობა დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვუჭერ მხარს სალომე ზურაბიშვილს და მის გამარჯვებას, რათა არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის” ჯალათების მობრუნება, რომლებმაც მოაწყვეს 7 ნოემბერი”, – განაცხადა დავითაშვილმა.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი შესრულდა.
ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. იმავე დღეებში, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა გრძელდებოდა.
2007 წლის 7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლმდენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა. იმავე საღამოს, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა, ტელეკომპანიის მაუწყებლობა გაითიშა.
პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
კობა დავითაშვილზე 2007 წლის 7 ნოემბერს თავდასხმა მოხდა.
ყოფილი დეპუტატის განმარტებით, მან ცემის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და ამ ყველაფერში ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები