ლევან გაჩეჩილაძე: გავერთიანდეთ კიდევ ერთხელ და არ დავუშვათ თავისუფლების დაკარგვა

“არაფერი ღირს ქვეყანაზე იმად, რომ დათმობილ იქნას ჩემი და სხვისი თავისუფლება და განსაკუთრებით, ჩემი საქართველოს თავისუფლება”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან გაჩეჩილაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ ქართველი ხალხის თავისუფლება დაიცვას.
„მოსული ვარ თქვენი თავისუფლებისთვის. არცერთი დღე ჩემი მეგობრების, თანამოაზრეების ბრძოლისა არ ყოფილა ისე, რომ ძალადობის წინააღმდე დიდი ძალისხმევა არ ყოფილიყო. არაფერი ღირს ქვეყანაზე იმად, რომ დათმობილ იქნას ჩემი და სხვისი თავისუფლება და განსაკუთრებით, ჩემი საქართველოს თავისუფლება. ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა. გავერთიანდეთ კიდევ ერთხელ და არ დავუშვათ თავისუფლების დაკარგვა. ამიტომაც მოვედი აქ. შვიდ ნოემბერთან დაკავშირებით, 1200 ინტერვიუ მაქვს მიცემული”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ლოზუნგით -„მე ვიცავ თავისუფლებას’’  დღეს რუსთაველის გამზირზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. როგორც აქციის წევრები განმარტავენ, შეკრების მთავარი მიზანია, მოსახლეობას წინა ხელისუფლების მმართველობის წლები შეახსენონ. დღესვე, რუსთაველის გამზირზე, სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მშვიდობიან მსვლელობას –„გვახსოვს 7 ნოემბერი“– მართავს, რომელიც 14 საათზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები